ფეხბურთი

14:49 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “ტოსნოს” პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელი შეუერთდა

რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარს “ტოსნოს”, სადაც ქართველი ფეხბურთელები ნუკრი რევიშვილი, ოთარ მარცვალაძე, მიხეილ გორელიშვილი, გურამ თეთრაშვილი და გიორგი ნავალოვსკი ასპარეზობენ, პოლონეთის ეროვნული ნაკრების მცველი მარჩინ კოვალჩიკი დაემატა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

29 წლის ფეხბურთელმა ნახევარი სეზონი ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგაში” გაატარა, სადაც ასევე ქართველი ფეხბურთელი, მერაბ ურიდია ასპარეზობს. მცველი ახალ კლუბში 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კოვალჩიკს პოლონეთის ეროვნულ ნაკრების მაისურით 8 მატჩში მიუღია მონაწილეობა. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მცველს არ უთამაშია, რადგან ადამ ნავალკამ მარინი ეროვნულ გუნდში არ გამოიძახა. პოლონეთი საქართველოს 2015 წლის 13 ივნისს ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება და შესაძლოა კოვალჩიკი სლავების განაცხადშიც ვიხილოთ.

0.114053