ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დაწყებული ჰაცუ ბაშოს პირველ ტურში ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი იოკოძუნა ჰარუმაფუჯის დაუპირისპირდა და მონღოლ ფავორიტთან ოკურიდაშით დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი იანვრის სუპერტურნირს დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით შეხვდა და საწყისი ბრძოლებიდანვე უძლიერესი მეტოქეებთან ჭიდილი უწევს.
ქართველ სუმოისტს ხვალაც რთული შერკინება ელის, რადგანაც კიდევ ერთ მონღოლ დიდ ჩემპიონ – ჰაკუჰოს დაუპირისპირდება. ცნობისთვის, მასთან ლევანს 16-ვეა გასული ორთაბრძოლა წაგებული აქვს.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში წარმატებული სტარტი აიღო გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა.
ის ტოკიოში დასავლეთის მე-2 ნომრის სტატუსით ირჯება და აღმოსავლეთის მე-2 ნომერი ასასეკირიუ ოშიდაშით დაჯაბნა.
ორშაბათს, ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის პირველ ნომერ – რუს ამურუს იგივე ნიკოლაი ივანოვს გაეჯიბრება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მესის დასაკერათ ჩავიდა?