ფეხბურთი

12:26 | 11.01.2015 | ნანახია 0 - ჯერ

“ვოლფსბურგის” ფეხბურთელი გარდაიცვალა

ბელგიის 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებისა და გერმანული “ვოლფსბურგის” ფეხბურთელი ჟუნიორ მალანდა ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. “ბილდის” ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელი დასავლეთ გერმანიაში ძლიერ ქარსა და წვიმაში მოხვდა, ავტომანქანის მართვის დროს ხეს შეეჯახა და მანქანიდან გადმოვარდა.

ინფორმაცია ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა და ნახევარმცველის ოჯახის წევრებს მალანდას გარდაცვალება მიუსამძიმრა.

მალანდა ბელგიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ, “ვოლფსბურგის” ღირსებას კი 2013 წლიდან იცავდა. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელი კარგად გამოიყურებოდა, ნახევარმცველმა ჯამში 15 შეხვედრა ჩაატარა და თავი სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.06333