სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

12:07 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაზელმა” ადამ ტრაორე იყიდა

“ვიტორია გიმარაეშის” კოტდივუარელმა მცველმა ადამ ტრაორემ პორტუგალია შვეიცარიაზე გაცვალა და კარიერას “ბაზელში” გააგრძელებს.

“ვიტორია გიმარაეში” პორტუგალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან “პორტუს” 6 ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში “პორტუ” “ბაზელს” უნდა ეთამაშოს და პრესაში ისიც დაიწერა, რომ ამ გზით “გიმარაეშმა” კონკურენტის მეტოქე გააძლიერა.

“ბაზელის” ოფიციალური საიტის ცნობით, ტრაორემ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა, მისი 2019 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივით. არაოფიციალური ინფორმაციით, “ვიტორია გიმარაეშმა” სანაცვლოდ 500 ათასი ევრო მიიღო. 24 წლის კოტდივუარელი, რომელსაც ავსტრალიის მოქალაქეობაც აქვს, შვეიცარიულ კლუბში 3 ნომრით ითამაშებს.

ტრაორე პორტუგალიაში ავსტრალიური “მელბურნ ვიქტორიდან” მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა და 16 მატჩში 5 ყვითელი ბარათი მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.102164