ფეხბურთი

13:55 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეზო მგელაძის სახელობის ტურნირი “საბურთალომ” მოიგო

თბილისის ფეხბურთის ფედერაციის აწ გარდაცვლილი გენერალური მდივნის რეზო მგელაძის სახელობის ტურნირი 2003 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის “საბურთალომ” მოიგო.

სტადიონ “ბენდელაზე” გიორგი დეკანოსიძის მოზარდებმა გადამწყვეტ შეხვედრაში დინამოელი თანატოლები 3:2 დაამარცხეს. ფინალმა, რომელიც ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა, გულშემატკივრების დიდი ინტერესი გამოიწვია. “ბენდელაზე” დაახლოებით 1200-1300 ქომაგი შეიკრიბა.

პირველი გოლი “დინამოს” აკადემიის კარში გიორგი გრიგალაშვილმა გაიტანა. მეორე გოლი აქტივში ბადრი გოგობერიშვილმა ჩაიწერა. პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ანგარიში გაქვითეს.

შესვენების შემეგ, დინამოელთა კარი ზურაბ რუხაძემ აიღო და ანგარიში 3:1 გახადა. თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, “დინამომ” კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ნომინაციებში განოვლინდნენ საუკეთესოები. “საბურთალოდან” საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი გიორგი კვერნაძემ დაიმსახურა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ბადრი გოგობერიშვილი აღიარეს. ამ უკანასკნელს საუკეთესო “ათიანის” პრიზიც ერგო, რომელიც “საბურთალომ” დააწესა.

მოზარდ ფეხბურთელებს პრიზები “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ამავე კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა გოჩა თამაზაშვილმა, გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ, “დინამოს” აკადემიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიორგი მინაშვილმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა თენგიზ სულაქველიძემ, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგოლ ცაავამ და რევაზ მგელაძის ოჯახის წევრებმა გადასცეს.

ფინალი

საბურთალო - დინამოს აკადემია 3:2

მატჩი მესამე ადგილისათვის

რუსთავი - თ.ს.აკადემია 1:1 (4:3)

“საბურთალოს” განაცხადი:

ხარატიშვილი, გეგუჩაძე, ბოსტოღანაშვილი, გრიგალაშვილი, რუხაძე, ო. მამაგეიშვილი, კვერნაძე, გვიშიანი, გ. მამაგეიშვილი, გოგობერიშვილი, სულხანიშვილი, აფციაური, საჯაია, ძიძიგური, ასანიძე, კალაძე.

საუკეთესოები

მეკარე - სულიკო ბოლქვაძე (თ.ს.აკადემია)

მცველი - გოგა ხიზანიშვილი (რუსთავი)

ნახევარმცველი - გიორგი კვერნაძე (საბურთალო)

თავდამსხმელი - ლუკა გაგნიძე (დინამოს აკადემია)

საუკეთესო ფეხბურთელი - ბადრი გოგობერიშვილი (საბურთალო)

საუკეთესო “ათიანი” - ბადრი გოგობერიშვილი (საბურთალო)

ტურნირში ყაზახეთის “ალმატიც” მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობიდან საუკეთესო ფეხბურთელად მუკან კაჟიმუკანი დაასახელეს.

fcsaburtalo.ge

თეგებისაბურთალო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112344