კალათბურთი

13:34 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონებმა ლოს ანჯელესში იმარჯვეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საამდილაო მატჩში ”კლივლენდმა” შინ ენტონი დევისის “ნიუ ორლეანი 118:111 დაამარცხა. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა 32 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი. “კლივლენდში ასევე გამორჩეული იყო კაირი ირვინგი 32 ქულით და 9 პასით. პირველი ორი პერიოდი ნიუ ორლეანელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა - “კლივლენდმა” მეტოქე 11-ქულიანი სხვაობით 34:23 დაამარცხა.

“ინდიანამ” “იუტა” 97:86 დაამარცხა. გუშინ უცხოური გამოცემები იუწყებოდნენ, რომ “ინდიანას” ცენტრ როი ჰიბერტს მუხლის ტრავმა აწუხებდა და რამდენიმე კვირა პარკეტზე ვერ გავიდოდა. აღნიშნული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. ჰიბერტი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. როიმ გუნდს 29 ქულა შესძინა.

NBA-ს წინა სეზონის ჩემპიონმა “სან ანტონიომ” გასვლაზე “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 85:89 დაამარცხა. “კლიპერსი” სამი პერიოდის შემდეგ 6 ქულით ამარცხებდა “სან ანტონიოს, ბოლო პერიოდი პოპოვიჩის შეგირდებმა 10-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს და მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმეს.

“კლივლენდი” – “ნიუ ორლეანი” 118:111 (24:28, 27:28, 34:23, 33:32)

“კლივლენდი”: ჯეიმსი (32 ქ. 12 მ. 10 პ.), ირვინგი (32 ქ. 5 მ. 9 პ.), ლავი (22 ქ. 5 მ.), ვარეჟაო (12 ქ. 5 მ.), ტომპსონი (6 ქ. 6 მ.), ჰარისი (5 ქ.), მერიონი (4 ქ. 8 მ.), მილერი (3 ქ.), ჩერი (2 ქ.).

“ნიუ ორლეანი”: ანდერსონი (32 ქ. 5 მ.), დევისი (27 ქ. 14 მ.), ჰოლიდეი (16 ქ. 5 პ.), გორდონი (10 ქ.), აშიკი (8 ქ. 10 მ.), რივერსი (8 ქ.), ევანსი (6 ქ. 10 პ.), ფრედეტი (4 ქ.).

“ინდიანა” – “იუტა” 97:86 (17:20, 30:21, 25:28, 25:17)

“ინდიანა”: ჰიბერტი (29 ქ. 5 მ.), პრაისი (22 ქ.), ჰილი (13 ქ.), ალენი (12 ქ. 15 მ.), კოუპლენდი (6 ქ.), სკოლა (8 ქ. 8 მ.), რუდეზი (3 ქ.), სლოანი (2 ქ.), მაინმი (2 ქ.).

“იუტა”: ჰეივორდი(30 ქ. 8 მ. 5 პ.),ფეივორსი (13 ქ. 8 მ.),კანტერი (18 ქ.), ბარკსი ( 9 ქ.), ეკსამი (3 ქ), ბარკი (5 ქ.), გობერტი (3 ქ.), ბუკერი (2 ქ.).

“ნიუ იორკ ნიქსი” – “ატლანტა ჰოუქსი” 85:91 (16:17, 22:21, 21:26, 26:27)

“ნიუ იორკი”: ენტონი (25 ქ. 9 მ. 7 პ.), შამპერტი (18 ქ. 5 პ.), ჰარდუვეი (15 ქ. 5 პ.), ჯ.რ. სმიტი (12 ქ.), სმიტი (6 ქ.), სტაუდმაიერი (4 ქ. 10 მ.), პრიჯიონი (3 ქ.), ლარკინი (2 ქ.)

“ატლანტა”: მილსაპი (19 ქ.), კორვერი (17 ქ. 8 მ.), შროდერი (14 ქ.), ჰორფორდი (12 ქ. 6 მ.), ქეროლი (9 ქ. 10 მ.), სკოტი (8 ქ.), ანტიჩი (5 ქ.), სეფალოშა (4 ქ.), ტიგი (3 ქ. 6 პ.)

“ჩიკაგო ბულზი” – “დეტროიტ პისტონსი”102:91 (27:21, 33:23, 18:26, 24:21)

“ჩიკაგო”: როუზი (24 ქ. 7 პ.), ბატლერი (19 ქ.), გასოლი (17 ქ. 15 მ.), ნოა (13 ქ. 14 მ.), ბრუკი (10 ქ.), გიბსონი (8 ქ. 7 მ.), დანლივი (7 ქ.), ჰაინრიხი (4 ქ.)

“დეტროიტი”: სმიტი (19 ქ. 11 მ.), აუგუსტინი (16 ქ.), მონრო (16 ქ. 110 მ.), ჯენინგსი (11 ქ. 8 პ.), სინგლერი (9 ქ.), ბატლერი (9 ქ.), კოლდუელ-პოუპი (9 ქ.), დრამონდი (2 ქ. 12 მ.)

“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “სან ანტონიო სპურზი” 85:89 (20:14, 22:25, 28:25, 15:25)

“კლიპერსი”: გრიფინი (23 ქ. 10 მ.), რედიკი (13 ქ.), პოლი (12 ქ. 10 მ. 9 პ.), კროუფორდი (10 ქ.), ჰეივსი (9 ქ.), ბარნსი (8 ქ.), ჯორდანი (6 ქ. 13 მ.), დევისი (4 ქ.)

“სან ანტონიო” : ლეონარდი (26 ქ. 10 მ.), დანკანი (18 ქ. 11 მ.), პარკერი (13 ქ. 5 პ.), ჯინობილი (10 ქ.), დიაო (8 ქ.), ბონერი (5 ქ.), გრინი (2 ქ.)

თეგებიNBA
0.116076