ფეხბურთი

13:00 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში გადადგება?

ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია თანამდებობის დატოვებას პოლონეთის ნაკრებთან საშინაო მატჩში დაფიქსირებული ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში აპირებს.

ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ქეცბაიამ განაცხადა, რომ პოლონეთთან წაგების შემთხვევაში თანამდებობიდან წავიდოდა. იმავე საღამოს, “პირველი არხის” ეთერში გადაცემა “არენაში” მან იგივე გაიმეორა, ამასთან დაამატა, რომ ფრის შემთხვევაშიც წავა და გამარჯვების შემთხვევაში უფრო მეტი სიამოვნებით გადადგება.

“წაგების შემთხვევაში ორივე ხელს ვწევ წავალ, ფრის შემთხვევაშიც მივდივარ, მოგების შემთხვევაში დიდი სიამოვნებით გადავდგები. ოღონდ თქვენ რამე გააკეთეთ ფეხბურთისთვის, წავალ და საქართველოსკენ საერთოდ არ გამოვიხედავ”, - თქვა ქეცბაიამ.

0.123146