არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ნიკოლას გაიტანიმ ლისაბონის "ბენფიკასთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გაიტანის კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი გამოსასყიდი თანხა 35 მილიონი ევრო იქნება.
26 წლის არგენტინელ ფეხბურთელს ბევრი ევროპული გრანდი უმიზნებდა, თუმცა ლისაბონელებმა მათ იმედი გაუცრუეს.
გაიტანიმ მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი პორტუგალიელებს 2010 წელს "ბოკა ხუნიორსიდან" შეუერთდა და მას შემდეგ "ბენფიკას" მაისურით 191 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 55 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.