კალათბურთი

2:00 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ისიანი ტენერიფეს გუნდში ჩაირიცხა

სწორედ გუშინ გაცნობეთ, რომ ვილი ისიანი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე “გრან კანარიას” განაცხადში გამოჩნდა, გუშინ კი Eurobasket.com-მა გვაუწყა, რომ ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი კარიერას კანარის კუნძულების კიდევ ერთ წარმომადგენელ “კანარიასში” გააგრძელებს.

ეს უკანასკნელი ესპანეთის რანგით მე-3 ლიგა “ლებ სილვერში” გამოდის, თუმცა, შესაძლოა, ვილისთვის აღნიშნული ტრანსფერი უკეთესიც იყოს. საქმე ის გახლავთ, რომ 17 წლის კალათბურთელს ACB-ლიგაში დებიუტის ცდა საკმაო ხანს მოუწევდა, ქვედა დივიზიონში კი, ალბათ, სათამაშო წუთები არ დააკლდება.

შეგახსენებთ, რომ ისიანი ამპლუით მძიმე ფორვარდია, მისი სიმაღლე კი 201 სმ გახლავთ. რაც შეეხება “კანარიასს”, ამ გუნდს მიმდინარე სეზონში ექვსივე თამაში წაგებული აქვს და 15-გუნდიან ლიგაში ბოლო ადგილზე იმყოფება.

ტენერიფელებს მომდევნო მატჩი 16 ნოემბერს სტუმრად “გვადალახარასთან” ელით და იქნებ, ისიანის დებიუტიც ვიხილოთ.

0.112845