ფეხბურთი

23:19 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

დონადონი ჯილარდინოს ტრანსფერს მიესალმება

იტალიური მედიის ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელი ალბერტო ჯილარდინო შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს. ამჟამად ჩინური “გუანჯოუს” ფეხბურთელის სახელს ემილიურ “პარმას” უკავშირებენ. “გუანჯოუ” უკვე დატოვა კიდევ ერთმა იტალიელმა ალესანდრო დიამანტიმ, ამასთან, იტალიაში დაბრუნების სურვილს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მოთამაშეც გამოთქვამს.

ჯილარდინოს სერია A-ში ამ დროისთვის 174 გოლი აქვს გატანილი. იგი “პარმას” ღირსებას 2002-2005 წლებში იცავდა. ზედიზედ ორჯერ, 2004 და 2005 წლებში კი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობამდე ერთადერთი გოლი დააკლდა.

“პარმა” ღრმა კრიზისშია და სერია A-ში ადგილის შენარჩუნებისთვის გაძლიერებას გეგმავს. გუნდს განსაკუთრებით სწორედ წინა ხაზში უჭირს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117759