ფეხბურთი

18:20 | 10.01.2015 | ნანახია 0 - ჯერ

კუმანი გუნდის გამოცვლას არ აპირებს

ინგლისის “საუთჰემპტონის” მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი საკუთარ გუნდში კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე გეგმავს დარჩენას.

კატალონიური “ბარსელონას” არცთუ სახარბიელო შედეგებმა გააჩინა ეჭვი, რომ უახლოეს პერიოდში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუის ენრიკეს დაითხოვენ. თუ ასე მოხდა, რაღა თქმა უნდა მას შემცვლელი დაჭირდება და პრესაში აქტიურად განიხილავენ რონალდ კუმანის ვარიანტს, რომელსაც თავის დროზე ამ გუნდის მაისურით 200-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული.

გავრცელებულ ინფორმაციას 51 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი გამოეხმაურა და The Guardian-თან ასეთი შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა.

“თუ “ბარსელონას” დარი გუნდი წაგებას იწყებს, მსგავსი ხმები, სპეკულაციები და კრიტიკა აუცილებლად ჩნდება. ეს ძალიან კარგად ვიცი, რადგან მთელი ცხოვრება სწორედ “ბარსელონასთან” ვიყავი დაკავშირებული. მაგრამ ახლა მსგავს თემებზე საუბარი არ ღირს. “საუთჰემპტონში” ბედნიერი ვარ და ვაპირებ პატივი ვცე ჩემს მიერ ხელმოწერილ კონტრაქტს” - თქვა კუმანმა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:11 | 17.08.2015
ambako (2432)

საქართველოს თასი
ჩიხურა მერცხალი 1-0; საბურთალო ვიტ ჯორჯია 0-2
0?'>http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=12335':'>http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=12335'))
"უკმაყოფილო ვარ შედეგით, თამაშით კი ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ ფრეს ვიმსახურებდით, არ მინდა საერთოდ მსაჯობაზე საუბარი, მაგრამ ხინთიბიძის მოცელვისათვის, რომელიც მეკარესთან პირისპირ რჩებოდა-პენალტს ვიმსახურებდით"-გვითხრა ნამატჩევს "მერცხალის" პრეზიდენტმა, მამუკა გოგუაძემ

14:27 | 17.08.2015
skeleton (244)

საღოლ კობახ,მეორე რასაკაიფო შეუგდია

0.069775