ფეხბურთი

18:07 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე “სამპდორიასთვის” სრული დატვირთვით ემზადება

“ემპოლის” ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე ჯანმრთელადაა და იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში სტუმრად გენუის “სამპდორიასთან” კვირას გასამართი მატჩისთვის ემზადება.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ხუთშაბათს გამართული წვრთნის ერთ-ერთ ეპიზოდში თანაგუნდელისგან კოჭში დარტყმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. თუმცა, მოგვიანებით მან თავისი “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, რომ მწყობრშია. მართლაც, მან პარასკევს უპრობლემოდ ივარჯიშა.

0.115435