ფეხბურთი

17:36 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

აპოელს ქეცბაიას ნაცვლად ფინკი გაწვრთნის

კვიპროსის აპოელს გერმანელი ტორსტენ ფინკი გაწვრთნის. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ აპოელის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. მან კლუბთან 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების შეთანხმების შემთხვევაში ხელშეკრულება ერთი წელი გაგრძელდება.

კვიპროსული მედია იუწყებოდა, რომ გუნდიდან გეოერგიოს დონისის გაშვების შემდეგ, აპოელის მთავარმწვრთნელობის ნომერ პირველი კანდიდატი თემურ ქეცბაია იყო. თუმცა, თავად საქართველოს ეროვნული გუნდის ექსთავკაცმა მაისამდე პაუზა აიღო.

აპოელის ახალმა მწვრთნელმა ფეხბურთელობის საუკეთესო პერიოდი მიუნხენის “ბაიერნში” გაატარა, სადაც 1997-2003 წლებში 150 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

აქამდე, მას გერმანული “ინგოლშტადტი” (2008-2009) და “ჰამბურგი” (2011-2013) გაუწვრთნია, ხოლო “ბაზელს” შვეიცარიის ჩემპიონატი ორჯერ მოაგებინა – 2010 და 2011 წლებში.

0.123896