მილანის “ინტერმა” საკუთარი “თვითერის” მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხორვატ ნახევარმცველ მატეო კოვაჩიჩთან მოქმედი ხელშეკრულება გაახანგრძლივა.
20 წლის ფეხბურთელის კონტრაქტს ვადა 2017 წლის ზაფხულში ეწურებოდა, ახლა კი, მისი მოქმედება 2019 წლამდე გაგრძელდება.
ვარაუდობენ, რომ ამით მატეოს შემოსავალიც მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა და ის დაახლოებით 1,5 მილიონ ევროს მიაღწევს, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში ხორვატმა 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.