ფეხბურთი

14:52 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მექსემ შესაძლოა “ტორინოსთან” ითამაშოს

იტალიური მედიის ინფორმაციით, “მილანის” ფრანგმა მცველმა ფილიპ მექსემ მუხლის ტრავმა მოიშუშა და შესაძლოა 10 იანვარს “ტორინოსთან” სერია ა-ს მე-18 ტურის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

32 წლის ფეხბურთელმა მუხლის დაზიანება 2014 წლის 30 დეკემბერს დუბაიში მადრიდის “რეალთან” ამხანაგურ მატჩში მიიღო და 6 იანვარს “სასუოლოს” წინააღმდეგ ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩი გამოტოვა. თავიდან მოსალოდნელი გახლდათ, რომ ფრანგი ერთი თვე იუქმებდა, თუმცა სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით განვითარდა.

მიმდინარე სეზონში ფილიპ მექსემ მილანელთა მაისურით მხოლოდ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.119447