გერმანიის ეროვნული ნაკრების და დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველმა სვენ ბენდერმა ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო და ერთი თვით უქმობა მოუწევს.
გერმანიის ბუნდესლიგა იანვრის ბოლოს განახლდება და 25 წლის ფეხბურთელი დორტმუნდელებს ლევერკუზენის “ბაიერის” წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარება.
მიმდინარე სეზონში ბენდერმა “ბორუსიას” მაისურით ყველა ტურნირზე 21 შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 66 წუთს ატარებს.
“დორტმუნდი” წინა წლებისგან განსხვავებით წარუმატებელ სეზონს ატარებს. იურგენ კლოპის შეგირდები ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე 15 ქულით იმყოფებიან.