ფეხბურთი

14:24 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” მჭედლიძის ყოფილი თანაგუნდელი “ბოლონიაში” გაანათხოვრა

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია B-ს ბინადარმა “ბოლონიამ” “მილანისგან” რიკარდო საპონარა ნახევარი წლით ინათხოვრა. 2014/15 წლების სეზონის ბოლოს კი ბოლონიელებს იტალიელი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

23 წლის შემტევი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევროა. საპონარას “მილანთან” კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენს ითხოვს “როსონერი” რიკარდოს სანაცვლოდ.

მიმდინარე სეზონში საპონარამ “მილანის” მაისურით იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და თავი ვერაფრით გამოიჩინა.

“რავენას” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი 2009 წლის იანვარში “ემპოლის” შეუერთდა, სადაც ქართველ ფეხბურთელ ლევან მჭედლიძესთან ერთად ასპარეზობდა. წელიწადნახევრის შემდეგ საპონარა “მილანში” ჩაირიცხა. იტალიური გრანდის მაისურით რიკარდომ ჯამში რვა თამაში ჩაატარა.

0.115737