ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” შინ 14-ქულიანი სხვაობით 98:84 “მინესოტა ტიმბერვულვზი” დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მილუოკმა” 34:16 მოიგო.
ზაზა ტრადიციისამებრ სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 24 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ გუნდს 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი გამოიყენა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენებური საჯარიმო ხაზთან არ დამდგარა. ისიც უნდა ითქვას, რომ ფაჩულიამ ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
ამ მოგებით “ბაქსმა” “კლივლენდს” გადაასწრო და აღმოსავლეთ კონფერენციაში 20 მოგებით და 18 წაგებით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.
“მილუოკმა” 10-დღიანი კონტრაქტი 37 წლის ცენტრთან, კენიონ მარტინთან გააფორმა. რომელმაც გუნდს აღნიშნულ მატჩში 6 ქულა შესძინა. მარტინი და “მილუოკელთა” დამრიგებელი ჯეისონ კიდი ერთმანეთს კარგად იცნობენ, ჯერ კიდევ მაშინ როცა კიდს სპორტსმენის კარიერა ჰქონდა, ის და კენიონ მარტინი ერთად “ნიუ ჯერსი ნეტსში” და “ნიუ იორკ ნიქსში” თამაშობდნენ.
მატჩის საუკეთესო მომენტები, სადაც ზაზას ლამაზი პასიც შევიდა
https://www.youtube.com/watch?v=CRSjq0UZUlM