მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის “ბაიერნიდან” პიერ-ემილია ჰეიბერგი და ხერდან შაკირი წავიდნენ, კლუბის ხელმძღვანელობა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე გასვლას და ახალი ფეხბურთელების შეძენას არ გეგმავს.
“ახალი ფეხბურთელების შეძენა ჩვენს გეგმებში არ შედის. თუ რაიმე მოულოდნელობა არ მოხდა, მაშინ არავის შევიძენთ. მწვრთნელთა შტაბი ტრავმირებული მოთამაშეების დაბრუნებას ელოდება. ბადშტუბერი უკვე დაბრუნდა და ალაბას გამოჯანმრთელების პროცესიც ძალიან კარგად მიდის” - განუცხადა TZ-online-ს კლუბის სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა.