ფეხბურთი

11:06 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

იანგი ექვს კვირას გამოტოვებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ეშლი იანგი საკუთარ გუნდს დაახლოებით თვენახევარი ვერ დაეხმარება.

29 წლის ფეხბურთელმა ფეხი 1 იანვარს, “სტოკ სიტისთან” 1:1 დასრულებულ შეხვედრაში დაიზიანა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მაშინვე განაცხადა, რომ ის მოედანს უახლოეს პერიოდში ვერ დაუბრუნდებოდა.

BBC-ს ცნობით, კლუბის ექიმებმა იანგს კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარეს და დაასკვნეს, რომ მას იძულებითი დასვენება ოთხიდან ექვს კვირამდე მოუწევს. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ეშლიმ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.123789