ფეხბურთი

10:39 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ნაბიჯი უკან

კატალონიური “ბარსელონას” აღზრდილი ნახევარმცველი ხავიერ ესპინოსა, რომელმაც მიმდინარე სეზონი “ვილიარეალში” დაიწყო, ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილს “ალმერიაში” გაატარებს.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 22 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი მათთან განათხოვრების წესით ითამაშებს.

“ბარსელონაში” ესპინოსას მხოლოდ მეორე გუნდში უწევდა თამაში და გასულ ზაფხულს “ვილიარეალში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მაგრამ ვერც ახალი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი (6 თამაში, 1 გოლი).

სწორედ ამიტომ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ხავიერი მე-6 ადგილოსანი გუნდიდან განათხოვრების წესით მე-16 საფეხურზე მყოფ “ალმერიაში” გადავიდა, სადაც მისი დებიუტი შესაძლოა 11 იანვარს, “სევილიას” წინააღმდეგ შედგეს.

ესპინოსას “ვილიარეალთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.128647