ფეხბურთი

0:52 | 18.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

9 წლის შემდეგ

მსოფლიოს ყველაზე ძველი საფეხბურთო ტურნირი – ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშება, რომელიც სათავეს 1871-72 წლების სეზონიდან იღებს, ტრადიციულად დრამატულად და ხალისიანად ჩატარდა. ისე, როგორც ინგლისურ ფინალებს შეეფერება ხოლმე. მატჩის წინ ყველა “არსენალზე” ლაპარაკობდა, უფრო სწორად “მეთოფეთა” უტიტულობაზე ბოლო 9 წლის განმავლობაში. მატჩის აშკარა ფავორიტიც არსენ ვენგერის გუნდი იყო, მაგრამ თავიდანვე ყველაფერი თავდაყირა დადგა, უკვე მე-8 წუთზე “ჰალი” 2:0 იგებდა. თანაც სტივ ბრიუსის ბიჭები ტალღას აჰყვნენ და დაწოლას აგრძელებდნენ. თუმცა “არსენალმა” ნელ-ნელა დაალაგა თამაში და მალევე კასორლამ ერთი საპასუხო გაიტანა. მეორე ტაიმში “ჰალი” დაცვაში “ჩაჯდა,” მაგრამ ლონდონელები უკვე დაწყნარებულიყვნენ და მწყობრად აძლიერებდნენ ზეწოლას. შედეგმაც არ დააყოვნა და კოშელნიმ გაათანაბრა.

დამატებით დროში სახიფათო მომენტები ბევრი არ ყოფილა, ჟირუმ ხარიხასაც მოარტყა ბურთი. “ჰალს” დაღლა დაეტყო და მცველებმა შეცდომებს უმატეს. ერთ მომენტში ჟირუმ ქუსლით დაუგორა რემზის და უელსელმა გამარჯვების გოლი გაიტანა. შედეგად, “არსენალმა” 2005 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა. “ჰალს” კი სანუგეშოდ ის რჩება, რომ ზაფხულიდან ევროპის ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა.

არსენალი – ჰალ სიტი 3:2 დ.დ. (1:2, 2:2)

17 მაისი. ლონდონი. “უემბლი.” 89 345

არსენალი: ფაბიანსკი, მერტეზაკერი, სანია, გიბსი, კოშელნი, იოზილი (უილშირი 106), არტეტა, კასორლა (როსიცკი 106), რემზი, პოდოლსკი (სანოგო 61), ჟირუ

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ჰალ სიტი: მაკგრეგორი, როზენიორი (ბოიდი 102), დევისი, ბრიუსი (მაკშეინი 66), ჩესტერი, ქუინი (ალუკო 75), ჰადლსტოუნი, ელ მუჰამადი, მეილერი, ლივერმორი, ფრაიატი,

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლები: 0:1 ჩესტერი (4), 0:2 დევისი (8), 1:2 კასორლა (17), 2:2 კოშელნი (71), 3:2 რემზი (108)

გაფრთხილება: ჟირუ (85); ჰადლსტოუნი (60), მეილერი (70), დევისი (86)

მსაჯი: ლი პრობერტი

სტატისტიკა
0.276604