ჭადრაკი

12:12 | 18.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

9 მოჭადრაკე დაწინაურდა

მონაწილეთა დიდი ჯგუფი დაწინაურდა თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს 73-ე ჩემპიონატის პირველ ლიგაში მამაკაცთა შორის.

3 ტურის შემდეგ ერთბაშად 9 მოჭადრაკემ დააგროვა  2.5 ქულა, დამატებითი მაჩვენებლებით კი I-IX ადგილები ასე გადანაწილდა: 1. ივერი ჭიღლაძე (2369), 2. გიგა ყუფარაძე   (2515), 3. დავით ბენიძე (2510), 4. ალექსანდრე ყაშაშვილი (2356), 5. ნინო ხურციძე (2452), 6. დავით ლომსაძე (2345), 7. ზურაბ ჯავახაძე (2379), 8. ირაკლი ბერაძე (2379), 9. მერაბ ცომაია (1931).

მე-4 ტურში ერთმანეთს შეხვდებიან: ჭიღლაძე-ყუფარაძე, ბენიძე-ყაშაშვილი, ლომსაძე-ხურციძე, ჯავახაძე-ბერაძე, სოფიო გვეტაძე (2319)-ცომაია.

ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 4 საგზურისთვის ბრძოლაში 40 მოჭადრაკე ჩაება. მონაწილეები ერთმანეთს შვეიცარული სისტემით 9 ტურად ეჯიბრებიან, ტურნირი კი 23 დეკემბრამდე გასტანს.

0.107521