ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ გოლდში “ვალიადოლიდი” 72:61 დაამარცხა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი დაიდო.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 17:25 წუთში 13 ქულა და 2 მოხსნა ჩააგდო. ბექამ 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
შედეგიანობის მხრივ, ქართველი ფორვარდი მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ტრინიდადის და ტობაგოს წარმომადგენელ კაილ როულის ჩამორჩა, რომელმაც 15 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა.
“ლეიმა ბასკეტ კორუნას” 9 მარცხის წილ მე-7 გამარჯვება მოუგროვდა და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. ბურჯანაძის კლუბი მომდევნო თამაშს 16 იანვარს, სტუმრად, “ბურგოსთან” ჩაატარებს.