საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტური მონპელიეში დაიწყო, კურბისის გუნდმა ბიელსას მოთამაშეებს უმასპინძლა. მოულოდნელად ჩემპიონატის ლიდერი დამარცხდა ცხრილის მე-10 ადგილოსანთან. დიდი როლი გამარჯვებაში “მონპელიეს” 17-მა ნომერმა პოლ ლასნემ ითამაშა. პირველი გოლისას კევინ ბერიგუდს გაატანინა, ხოლო მეორე ტაიმში თავად გაიტანა. 25 წლის ცაციამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში გახსნა გოლების აქტივი. წლების წინ ლასნემ “ბორდოში” ვერ მოიკიდა ფეხი, რასაც კარიერის “აიაჩოში” გაგრძელება მოჰყვა, გასულ ზაფხულიდან კი კურბისის გუნდის მაისური აცვია.
მარსელო ბიელსამ ცვლილება გამოიცნო. 68-ე წუთზე ბათშუ 21 წლის აბდელ ომრანმა შეცვალა. ახალგაზრდა შემტევმა ლიგა 1-ში პირველად გაიტანა, თუმცა საფრანგეთის დაბალ ლიგაში, სადაც “მარსელის” სარეზერვო გუნდი თამაშობს მიმდინარე სეზონში 3 გოლი შეაგდო.
“მარსელი” 20 ტურის შემდეგ 41 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა, თუმცა “ლიონის” გამარჯვების შემთხვევაში ლიდერობას დაკარგავს. ფურნიეს გუნდს 2 ქულით ნაკლები, 39 ქულა აქვს.
დღევანდელი გამარჯვებით “მონპელიემ” 29 ქულა მოაგროვა და მერვე ადგილზე აინაცვლა.
მონპელიე – მარსელი 2:1 (1:0)
მონპელიე, “ალტრად სტედიუმი”
მონპელიე: ლიგალი, კონგრე, ელ კუტარი, ჰილტონი, დაბო, მუნიე (დეპლანე 78), ლასნე, მარვუა, სანსონი, ბარიოსი (კამარა 72), ბერიგუდი (ბაკარი 87)
მთავარი მწვრთნელი: კურბისი
მარსელი: მანდანდა, ჯა ჯეჯე (ლემინა 83), ფანი, მორელი, მენდი, რომაო (ბუტობა 85), იმბულა, ტოვინი, ბათშუ (ომრანი 68), პაიე, ჟინიაკი
მთავარი მწვრთნელი: ბიელსა
გოლები: 1:0 ბერიგუდი (ლასნეს პასით, 37), 2:0 ლასნე (მუნიეს პასით 62), 2:1 ომრანი (ჯა ჯეჯეს პასით, 68)
მთავარი მსაჯი: ბენოი ბასტიენი
გაფრთხილება: მენდი (17), ომრანი (70), ტოვინი (78)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან მეშინია ფსიქოლოგიურად არ გატყდეს ლუკა ზარანდია.
"ქართველები ბენილუქსის ქვეყნებში"
თამაშობს რა ან მასწავლებელი იქნება ან გემის კაპიტანი

ბელგია და ნიდერლანდი გასაგებია მაგრამ ლუქსემბურგში რომელი ქარტველი თამაშობს
გენკი 6 ეულში მოხვდა კარგია
ბენტეკეს ძმამ ჯონათანმა ))