ევროლიგის ტოპ-16-ის მე-2 ტურში ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდი” სტამბულის “ფენერბაჰჩეს” დაუხვდა და 60:78 წააგო. მატჩში ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში შედგა, რომელიც რუსულმა კლუბმა 2 ქულით დათმო, შემდეგ კი გაცილებით გამოცდილი თურქული გუნდუს უპირატესობა აშკარა გახდა.
ფაცაცია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 09:24 წუთში კი 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ლევანმა თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
“ფენერბაჰჩეს” განაცხადში არ ყოფილა ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანი, საუკეთესო კი ამერიკელი ენდრიუ გუდელოკი გახდა, რომელმაც 24 წუთში 23 ქულა ჩააგდო.
“ნიჟნი ნოვგოროდს” თითო მოგება-წაგება აქვს, შემდეგ მატჩს კი 16 იანვარს, ესპანეთში, თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩასთან” ჩაატარებს.