ფეხბურთი

23:02 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” კვლავ გაძლიერებას ეშურება

მილანის “ინტერი” ინგლისური “ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველით ლუკას ლეივათი ინტერესდება. “ნერაძურის” ხელმძღვანელობას ლუკასის ყიდვა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს სურთ. ტრანსფერის დანარჩენი დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, აღსანიშნავია რომ ლეივა “წითლების” ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება.

“ინტერს” “ლივერპულელის” ვერყიდვის შემთხვევაში სათადარიგო ვარიანტებიც შერჩეული ჰყავს, ტიაგო მოტასა და მარიო სუარესის სახით.

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში “ინტერნაციონალემ” უკვე დაიმატა ლუკას პოდოსლკი და ხერდან შაქირი.

0.170094