ფეხბურთი

22:41 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერის საგა გრძელდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჰოლანდიელმა ვესლი სნეიდერმა სტამბულის “გალათასარაის” ულტიმატუმი წაუყენა. ფეხბურთელი ან კონტრაქტის ახლავე გახანგრძლივებას ანაც ტურინის “იუვენტუსში” გაშვებას ითხოვს. ამის შესახებ იტალიურ გამოცემა calciomercato.com-ს ფეხბურთელის აგენტმა გვიდო ალბერსმა განაცხადა.

სტამბოლელები სნეიდერის სანაცვლოდ თავდაპირველად 20 მილიონ ევროს ითხოვდნენ, თუმცა ბოლო ინფორმაციით, 12-13 მილიონზეც ყაბულს არიან. იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, სატრანსფერო საგა უახლოეს დღეებში დასრულდება.

30 წლის ჰოლანდიელს “ლომებთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულში ეწურება.

0.116172