ფეხბურთი

22:03 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანის” ნიუკასლური სამიზნეები

იტალიური მედიის ინფორმაციით, “მილანი” ინგლისური “ნიუკასლ იუნაიტედის” ერთბაშად ორ ფეხბურთელს აკვირდება. საუბარი იტალიელ მცველ დავიდე სანტონიზე და ფრანგ ნახევარმცველ მუსა სისოკოზეა. იტალიელები ტრანსფერში მბიაე ნიანგის ჩართვასაც გეგმავენ.

24 წლის მცველი “სენტ ჯეიმს პარკზე” 2011 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს და გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრად ითვლებოდა, თუმცა წლეულს იგი მოედანზე არ გასულა. რაც შეეხება 25 წლის ფრანგს, იგი “კაჭკაჭების” ღირსებას 2012 წლიდან იცავს. აღსანიშნავია, რომ მის სახელს ბოლო ხანებში ფრანგულ პსჟ-ს უკავშირბენ, თუმცა ლორან ბლანმა მის მიმართ ინტერესი არ დაადასტურა.

0.116649