ფეხბურთი

21:48 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

 ზარანდიამ “გენკს” მოაგებინა

ბელგიურმა “გენკმა”, სადაც თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია თამაშობენ, თურქულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩი ჩაატარა: 2:1 მოუგო ასევე ბელგიურ “მეხელენს”. გადამწყვეტი გოლი 74-ე წუთზე ლუკა ზარანდიამ გაიტანა. მან მეტოქე მოატყუა ფლანგზე, საჯარიმოში შეიჭრა, დაარტყა და მცირე რიკოშეტიც შეეშველა, თუმცა ლამაზი გოლი გამოვიდა.

ზარანდიასთვის ეს გოლი მნიშვნელოვანია, რადგან “გენკის” მწვრთნელი ალექს მაკლიში ბელგიის ჩემპიონატის მატჩებში საერთოდ არ ათამაშებდა და ეგებ, საქმე უკეთესობისკენ შეტრიალდეს.

“გენკი”-“მეხელენის” შეხვედრაში ოქრიაშვილი სასტარტოში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. ზარანდიაც სწორედ მე-60 წუთზე შევიდა მინდორზე. ამ დროს “გენკი” აგებდა.

მატჩის ვიდეომიმოხილვა

0.11882