კალათბურთი

20:13 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოზგოვი “კლივლენდში” გადავიდა

“დენვერ ნაგეტსის” და რუსეთის ნაკრების 28 წლის ცენტრი ტიმოფეი მოზგოვი (216 სმ) “კლივლენდ კავალიერსში” გადავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. “დენვერმა” სანაცვლოდ 2015 წლის “დრაფტზე” პირველი ორი არჩევანის უფლება მიიღო.

დევიდ ბლატის გუნდისთვის მოზგოვის შეძენა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ანდერსონ ვარეჟაომ ტრავმა მიიღო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბლატს ზაზა ფაჩულიას ხილვა სურდა “კავალიერსში”, მაგრამ საბოლოდ აღნიშნული ინფორმაცია როგორც ვხედავთ არ დადასტურდა.

მიმდინარე სეზონში მოზგოვის მონაგარი 8.5 ქულა და 7.8 მოხსნა გახლავთ.

რამდენიმე დღის წინ “კავალიერსმა” “ნიუ იორკიდან” ორი კალათბურთელი, აიმან შამპერტი და ჯეიარ სმიტიც დაიმატა.

0.112247