ჩოგბურთი

16:47 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრისბენის ფინალში შარაპოვა ივანოვიჩს დაუპირისპირდება

ავსტრალიაში მიმდინარე ბრისბენის ტურნირის ფინალში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი, რუსი მარია შარაპოვა და რეიტინგის მე-7 ნომერი სერბი ანა ივანოვიჩი დაუპირისპირდებიან.

ივანოვიჩმა ტურნირის ნახევარფინალში ამერიკელი ვარვარა ლეფჩენკო 7:6, 6:4 დაამარცხა. ანამ ორი ეისი ჩააწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

შედარებით იოლად იმარჯვა მეორე ნახევარფინალში მარია შარაპოვამ, რომელმაც 6:1, 6:3 ელენა სვიტოლინას მოუგო. მარიამ 6 ეისი მოაწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

შარაპოვა და ივანოვიჩი ერთმანეთს აქამდე 14-ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში მარია 9:5 იგებს.

0.119397