კალათბურთი

16:22 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რადულიცამ “მინესოტასთან” 10-დღიანი კონტრაქტი გააფორმა

ზაზა ფაჩულიას ყოფილმა თანაგუნდელმა, 27 წლის სერბმა ცენტრმა მიროსლავ რადულიცამ (213 სმ) “მინესოტა ტიმბერვულვზთან” 10-დღიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

რადულიცამ მიმდინარე სეზონი ჩინურ კლუბ “შადონგ ლაიონსში” დაიწყო, მაგრამ 2014 წლის დეკემბერში, სერბი თავისუფალი აგენტი გახდა.

2013-14 წლების სეზონში მიროსლავი “მილუოკი ბაქსში” ზაზას გუნდელი და ამავდროულად კონკურენტი გახლდათ. “მილუოკში” რადულიცას მონაგარი საშუალოდ 3.8 ქულა და 2.3 მოხსნა გახლდათ.

“მინესოტას” მიმდინარე სეზონში 5 მოგება და 29 წაგება აქვს, გუნდი დასავლეთ კონფერენციაში ბოლო მე-15 ადგილზე იმყოფება.

0.119706