ფეხბურთი

14:23 | 9.01.2015 | ნანახია 913 - ჯერ

ესიენი “მილანთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

“მილანის” განელი ფეხბურთელის მაიკლ ესიენის აგენტის განცხადებით, ნახევარმცველი “როსონერთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. აფრიკელ ფეხბურთელს იტალიურ გრანდთან ხელშეკრულება 2015 წლის ივლისამდე აკავშირებს.

“არ ვიცი რა მოხდება სეზონის ბოლოს, მაგრამ ფაქტი ისაა, ესიენი “მილანთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. მაიკლი კლუბში თავს კარგად გრძნობს. მას შანსი აქვს “მილანში” დარჩეს, მაგრამ ეს არ მოხდება.” – განაცხადა ფაბრიციო ფერარიმ.

ესიენი “მილანში” 2014 წლის იანვრიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში ფილიპო ინძაგიმ განელი იტალიის ჩემპიონატის მხოლოდ 9 შეხვედრაში გამოიყენა, თუმცა ფეხბურთელმა თავი ვერაფრით გამოიჩინა. 2014/15 წლების სეზონის ბოლოს ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი გახდება და მსურველი კლუბი მას ხელში უსასყიდლოდ ჩაიგდებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:54 | 09.01.2015
ioska123 (1425)

Daberda

16:53 | 09.01.2015
Avto Aristokrat (10)

მაგრად მევასებოდა ეს ჩელსიში რო იყო

14:29 | 09.01.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

ეჰ ერთდროს რა ჩამშლელი იყო და ტრანვამ ბოლომოუღო.

14:34 | 09.01.2015
george_white (2065)

აბაა არ უნდა წასულიყო ჩელსიდან მილანში მაინც სკამზე უწვეს ჯდომა და ჩელსიში საყვარელ კლუბში მაინც იქნებოდა სკაზმე და საჭირო მომენტში გაოივყენებდით... ეჰ არადა ნეტა ატლეტიკოსთან 1/2 ფინალში სტემფორდზე ეს კაცი გვყოლოდაა... იქნებ გავსულიყავით კიდეც

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120418