საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და იტალიის “ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე თავისი “ფეისბუქის” გვერდზე წერს, რომ ტრავმა არ აქვს და მწყობრშია.
როგორც ინტერნეტპორტალი gonews.it-ი იუწყება, ხუთშაბათს გამართული ვარჯიშის დროს, ერთ-ერთ ეპიზოდში მჭედლიძეს თანაგუნდელმა ფეხი კოჭში მოარტყა და ქართველმა მოედანი შეჭმუხნული სახით დატოვა.
თუმცა, მოგვიანებით ლევანმა თავისი “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, რომ ტრავმირებული არაა და თავს კარგად გრძნობს.
11 იანვარს, იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში “ემპოლი” სტუმრად “სამპდორიას” დაუპირისპირდება.