ფეხბურთი

12:43 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტურე აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეოთხედ გახდა

კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი იაია ტურე აფრიკის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მეორე ადგილზე “დორტმუნდის” ფეხბურთელი პიერ-ემერიკ აუბამეიანგი გავიდა, ხოლო მესამე პოზიციაზე ფრანგული “ლილის” და ნიგერიის ეროვნული ნაკრების მეკარე ვინსენტ ენიამა.

საუკეთესი ფეხბურთელს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია 1992 წლიდან ავლენს. ტურე საუკეთესო მოთამაშე ზედიზედ მეოთხედ გახდა და კამერუნელი თავდამსხმელის სამუელ ეტოოს შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 2003, 2004 და 2005 წელს პირველობა არავის დაუთმო. 2010 წელს “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა მეოთხედ იმარჯვა, “სიტის” ფეხბურთელი კი ეტოოს ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა.

0.123668