სტამბულის “გალათასარაის” ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა ტურინის “იუვენტუსთან” პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა თურქული გუნდის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ მზადაა, “იუვეში” გადავიდეს, სადაც წლიური ხელფასი 4.5 მილიონი ევრო ექნება.
არსებული ინფორმაციით, სნეიდერის გაშვების წინააღმდეგი არც გალათასარაია, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს მიღებას ელის.