სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

1:39 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას და ძაგნიძის გარდა, ყველა უძლიერესი ითამაშებს

როგორც უკვე ვიუწყებოდით, დღეს, 13.00 საათზე თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ქალთა 72-ე და ვაჟთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატების გახსნა გაიმართება.

საქართველოს პირველობაზე ქვეყნის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. ორი გამონაკლისის: ბაადურ ჯობავას, რომელიც ჰოლანდიის ვეიკ-ან-ზეეში უძლიერეს სუპერტურნირში (მონაწილეთა შორის არიან: კარლსენი, კარუანა, არონიანი...) იასპარეზებს და ნანა ძაგნიძის (დედობისთვის ემზადება) გარდა.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი თითოეულ ტურნირში 17 500 ლარს შეადგენს (სულ 35 000). ფულადი პრიზების გარდა, გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან:

ქალთა შორის:

2015 წლის საქართველოს ჩემპიონი გახდება მსოფლიოს ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე (18.04-29.04.2015 წ. ქ. ჩენგდუ, ჩინეთი) ეროვნული ნაკრების წევრი.

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2015 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე;

ვაჟთა შორის:

2015 წლის საქართველოს ჩემპიონი გახდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრი;

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2015 წლის ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე;

პირველი ტური 10 იანვრის 15.00 საათზე დაიწყება, ხოლო დასკვნითი ტური: ქალთა შორის – 19 იანვარს, ვაჟებში კი – 23 იანვარს შედგება. დახურვა, შესაბამისად, 19 (ქალებში) და 24 (ვაჟებში) იანვარს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11268