ფეხბურთი

21:35 | 8.01.2015 | ნანახია NaN - ჯერ

IFFHS-მა წლის საუკეთესო ქალი მსაჯი გამოავლინა  

ფიფასთან არსებული ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის IFFHS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით წლის საუკეთესო ქალ არბიტრად გერმანელი ბიბიანა სტეინჰაუსი დასახელდა. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 60 ქვეყნის ჟურნალისტი და საფეხბურთო ექსპერტი.

სტეინჰაუსმა მნიშვნელოვნად აჯობა მეორე ადგილზე გასულ კატერინა მონსულს, რომელიც უკრაინის წარმომადგენელია. მესამე ადგილზე კანადელი კაროლ ანე ჩენარდი გავიდა. გთავაზობთ ათეულს ქულებისა და შესაბამისი ადგილების მიხედვით.

  1. ბიბიანა სტეინჰაუსი – (გერმანია) - 116 წ
  2. კატერინა მონსული - (უკრაინა ) – 58 ქულა
  3. კაროლ ანე ჩენარდი – (კანადა) – 50 ქულა
  4. ესტერ სტაუბლი - (შვეიცარია) – 41 ქულა
  5. კარინა ვიტულანო – (იტალია) – 37 ქულა
  6. მარგარეტ დომკა - (აშშ) - 31 ქულა
  7. კატალინ კულკსარი – (უნგრეთი) – 23 ქულა
  8. საშიკა იამაგაში – (იაპონია) – 19 ქულა
  9. ლუსილა ვენეგასი - (მექსიკა) – 16 ქულა
  10. ამი ფეარნი - (ინგლისი) – 2 ქულა


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:43 | 26.05.2019
zviadi-shxefi (6306)

სამწუხაროდ თითქოს გაუცხოვდა ძიუდო. ადრე ნებისმიერ ტურნირზე მიძღვნილ თითო სტატიაზე კომენტარების რაოდენობა 100 აჭარბებდა, ახლა კი? სამწუხაროა ძალიან და რა ფენომენია ჩვენში ასეთი ყველანაირად რომ ცდილობენ ხალხის სიყვარული სიძულვილად უქციონ.

14:57 | 26.05.2019
G.G.G (346)

ბევრი მიზეზი შეიზლება ამ ყველაფერს ქონდეს. მათ შორის ალბათ შიდა არეულობები. მაგრამ ალბათ მხოლოდ ესე არ არის მიზეზი...

0.064293