ჩოგბურთი

21:25 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

აშშ ჰოფმანის თასის ფინალშია

ამერიკის შერთებული შტატების საჩოგბურთო ნაკრები ჰოფმანის თასის ფინალში გავიდა. დღეს ამერიკელებმა ჩეხეთს 3:0 მოუგეს. მეორე ფინალისტის ვინაობა ხვალ, პოლონეთისა და საფრანგეთის მატჩის შედეგად გაირკვევა.

ჩეხებთან მატჩში 33 წლის სერენა უილიამსმა კლასიფიკაციაში 15-ე ადგილზე მყოფ ლუსი შაფარჟოვას 6:3, 6:7, 7:6 მოუგო, რეიტინგის 18-ე ნომერმა ჯონ იზნერმა კი 20 წლის ადამ პავლაშეკს 7:6, 6:4 სძლია. წყვილთა მატჩშიც ამ კვარტეტმა მიიღო მონაწილეობა. იზნერ-უილიამსის დუეტმა შაფარჟოვა-პავლაშეკის ტანდემს 6:3, 6:3 აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.153361