ფეხბურთი

20:18 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარნლიმ” კინი გამოისყიდა

პრემიერლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა “ბარნლიმ” მაიკ კინს სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული ტრანსფერი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

21 წლის მცველის სატრანსფერო უფლებები აქამდე “მანჩესტერ იუნაიტედს” ეკუთვნოდა და “ტურფ მურზე” იჯარის წესით გამოდიოდა. “ბარნლის” ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა ფეხბურთელს 3.5-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

მიმდინარე სეზონში კინიმ 13 შეხვედრა ჩაატარა.

თეგებიმაიკ კინი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085752