ჩოგბურთი

19:51 | 8.01.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ფედერერი ბრისბენში მეოთხედფინალშია

ავსტრალიის ქალაქ ბრისბენის Brisbane International-ის ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა 33 წლის როჯერ ფედერერმა კორტის მასპინძელ ჯონ მილმანს რთული ორთაბრძოლა 4:6, 6:4, 6:3 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. ფედერერის მომდევნო მოწინააღმდეგე ასევე ავსტრალიელი ჯეიმს დაკვორტია, რომელმაც ფინალ იარკო ნიემინენს სძლია.

ფედერერისა და მილმანის დაპირისპირებამ 2 საათს გასტანა. როჯერის ანგარიშზე 8 ეისი და 4 ბრეიკია. ფედერერის სადღეისოდ რეიტინგში 153-ე საფეხურზე მყოფ მილმანს პირველად შეხვდა.

“ბედმა გამიღიმა. ბოლო გეიმებამდე მეტოქე კარგად თამაშობდა და მაღალი კლასის ჩოგბურთს უჩვენებდა მაყურებელს. მილმანმა მაიძულა მთელი შესაძლებლობით მეთამაშა. საერთოდ, სეზონის პირველი მატჩი ყოველთვის რთულია. მოგებით გახარებული ვარ”, - განაცხადა ფედერერმა მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:11 | 24.02.2015
GB Nadal (4)

რა ენაღლება ბიჭს! მოიგო

19:24 | 24.02.2015
levani82 (41682)

Djoko

შვეიცარიის ნაკრებში პოლონელი მარტო დარჩა ხო? ისე მაგ პოლონელს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება

18:37 | 24.02.2015
Djoko (9552)

პარტნიორების ხათრით კი არ თამაშობდი, დევისი არ გქონდა მოგებული და მაგიტომ,კარიერის დასრულება არ გინდოდა ისე...მოიგო შარშან და ეხლა აღარ უნდა რა ძმააა ფედკა....ანუ ამდენ ხანს რო თამაშობდი იტანდი ფედერაციის მხრიდან და.ჯმას? )))))...ნუ სანამ არ მოიგებდი ))

15:37 | 24.02.2015
levani82 (41682)

ფედე მაგის ქულები, რომ ჩამოგაკლდება იცი ხო?

14:44 | 24.02.2015
BEERTRANCE (97819)

ამას რას ერჩოდა ფედერაცია, თამაშების ძალად წაგებას?

11:33 | 24.02.2015
kings never die (12388)

აბა რა ფედე რა ჯანდაბათ გინდა დევისის თასი შჰენი ფიზიკისთვის მანდ თამაშჰი მეტისმეტია

01:48 | 03.03.2015
NGoLo KaNte (36472)

+

0.143812