ფეხბურთი

17:17 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ბარსელონას” პროტესტი ფიფას სასჯელს

“ბარსელონას” პრეზიდენტი იოზეფ ბართომეუ მიმდინარე თვეში ციურიხში გასამართ გალა-დაჯილდოვებას არ დაესწრება. ბართოლომეუ ამ ფორმით ფიფას მიმართ გამოხატავს პროტესტს, რადგან მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კატალონიურ კლუბს ტრანსფერების გაკეთება აუკრძალა.

ფიფას სასჯელი “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლა “ლა მასიაში” არსებულმა დარღვევებმა განაპირობა. ფიფას გადაწყვეტილებით მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბარსელონას” ტრანსფერის გაკეთების უფლება არ აქვს, რასაც ბართომეუს ამგვარი ნაბიჯი მოჰყვა. “ბარსელონას” პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“ჩვენ გავაგზავნეთ წერილი ზეპ ბლატერის მისამართით. მოვითხოვდით საქმის გადახედვას, თუმცა ფიფას მხრიდან ნაბიჯი არ გადადგმულა და სიტუაცია უცვლელად რჩება, მაგრამ ეს არ ნიშნავს საქმის დამთავრებას. ჩვენ ვაპირებთ პროტესტი გამოვხატოთ მსოფლიო ფეხბურთის მართველი ორგანოს მიმართ, ამგვარი ნაბიჯი მსოფლიო ფეხბურთში არავის გადაუდგამს”, - აღნიშნა ბართომეუმ.

ციურიხში გალა-დაჯილდოებაზე წლის სიმბოლური ნაკრები უნდა გამოვლინდეს. ამ გუნდში მოხვედრაზე პრეტენზიას “ბარსელონას” არაერთი ფეხბურთელი აცხადებს. ესენი არიან: კლაუდიო ბრავო, ხორდი ალბა, დანი ალვეში, ხავიერ მასკერანო, ხერარდ პიკე, ხავი, ანდრეს ინიესტა, ლუის სუარესი, ნეიმარი და ლეო მესი.

0.112245