ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დაგეგმილი წლის პირველი სუპერტურნირის წინ, სუმოისტები დასკვნით ვარჯიშებს გადიან. ჰაცუ ბაშოსთვის ემზადება ქართველი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინიც, რომელიც მომავალ ბატალიებს დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით ხვდება.
ქართველი გოლიათი ნიშონოსეკის სკოლაში განართულ სპარინგებს გრიპის გამო დააკლდა, შემდეგ კი საქმეში აქტიურად ჩაერთო. ტოკიცუკაძეს სკოლაში ტოჩინოშინი და კომუსუბი ტოჩიოძანი იოკოძუნა ჰაკუჰოს გაეჯიბრნენ და “თეთრმა ფენიქსმა” 20-დან მხოლოდ 3 ორთაბრძოლა დათმო.
ამის შემდეგ გორგაძემ კასუგანოს სკოლაში გადაინაცვლა და მონღოლ დიდ ჩემპიონს იმავე ტოჩიოძანთან და სეკივაკე აოიამასთან რიგრიგობოთ გაეჯიბრა. ჰაკუჰოს უპირატესობა ამჯერადაც აშკარა იყო. მან 21 შერკინება მოიგო და მხოლოდ ხუთში დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ბაშო 11-25 იანვარს ჩატარდება, საწყისი შეხვედრების განრიგი კი პარასკევს გამოქვეყნდება.