ვლადიმერ დვალიშვილი დანიურ “ოდენსესთან” ერთად სეზონის განახლებისთვის მზადებას შეუდგა. “ოდენსეს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბის ბაზაზე მინი-ტურნირი ჩატარდება, რომელშიც პირველი გუნდის ფეხბურთელების გარდა, 17-წლამდელები და 19-წლამდელები ითამაშებენ. შეხვედრები 30-წუთიანი იქნება.
28 წლის დვალიშვილი “ოდენსეში” ზაფხულში პოლონეთის “ლეგიადან” გადავიდა და 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
დანიის 12-გუნდიან ჩემპიონატში “ოდენსეს” 19 ქულით მე-10 ადგილი უკავია.









