“სტოკ სიტიმ” ლევერკუზენის “ბაიერიდან” ოჯარის წესით 25 წლის ცენტრალური მცველი ფილიპ ვოლშაიდი სეზონის ბოლომდე დაიმატა. გერმანელის შესახებ ისაუბრა “სტოკის” მთავარმა მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა.
“კარგა ხანია ვაკვირდები ვოლშაიდის თამაშს. ვფიქრობ, მისი დამატებით გუნდი გაძლიერდა. ვოლშაიდი ტექნიკური ფეხბურთელია და მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს. მასზე ფიქრისას სხვადასხვა ფაქტორები გავითვალისწინეთ და საბოლოოდ საჭიროდ ჩავთვალეთ მისი დამატება, რაც ამ ეტაპზე ნახევარწლიან იჯარას გულისხმობს”, – აღნიშნა “სტოკის” მთავარმა მწვრთნელმა.
ვოლშაიდის გერმანიის ბუნდესლიგაში “ბაიერის” მაისურით 50-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და სეზონის პირველი ნახევარი “მაინცში” გაატარა.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ვოლშაიდს უთამაშია გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებსა და ეროვნულ ნაკრებში. 2013 წელს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 2 შეხვედრა ჩაატარა.