ფეხბურთი

12:30 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამუელ ეტო’ო შესაძლოა აპენინს დაუბრუნდეს

იტალიური მედიის ცნობით, ლივერპულის “ევერტონის” კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტო’ო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს. 33 წლის აფრიკელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს გენუის “სამპდორია” იჩენს. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი რამდენიმე დღის წინ, “ბლუჩერკიატის” მეგოლემ, მანოლო გაბიადინიმ დატოვა, რომელიც “ნაპოლიში” გადაბარგდა. სწორედ გაბიადინის შემცვლელს ეძებენ გენუელები და გამოცდილი ფორვარდიც საამისოდ ჰყავთ შეგულებული.

სამუელ ეტო’ოს კარიერის გამორჩეული წლები “მალიორკაში”, “ბარსელონაში” და მილანის “ინტერში” აქვს გატარებული.

მიმდინარე სეზონში მან “ევერტონის” მაისური პრემიერლიგაში 14 შეხვედრაში მოირგო და მეტოქეთა კარი სამჯერ დალაშქრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116783