იტალიის სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა მილანის “ინტერის” ბრაზილიელი მცველი ჟუან ჟესუსი 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. “ნერაძურის” მცველმა ორი დღის წინ, ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ მატჩის მიმდინარეობისას მეტოქე მცველ ჯორჯო კიელინის სახეში იდაყვი უთავაზა, თუმცა იმ მომენტში მატჩის არბიტრს აღნიშნული ეპიზოდი გამოეპარა და შესაბამისად რეაგირების გარეშე დატოვა.
“იუვენტუსისა” და “ინტერის” შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.