ფეხბურთი

12:16 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” და “გალათასარაი” სნეიდერს არ თმობენ

არახალი ამბავია, რომ იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” სტამბოლის “გალათასარაის” ნახევარმცველის ვესლი სნეიდერის შეძენა სურს. “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობა თურქული კლუბის მესვეურებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ გუნდები ფეხბურთელის სატრანსფერო თანხაზე ვერა და ვერ თანხმდებიან.

იტალიური გრანდი მხოლოდ 5 მილიონი ევროს გადახდაზეა ყაბულს, ხოლო “გალა” გაცილებით მეტს, 20 მილიონს ითხოვს. მიუხედავად ამისა, იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, 30 წლის ჰოლანდიელის ტურინში გადაბარგების ალბათობა ძალზე დიდია.

ვესლი სნეიდერი სტამბოლის გუნდში 2012 წლიდან ასპარეზობს თურქეთის სუპერლიგაში 55 თამაშში 18 გოლი აქვს გატანილი, მანამდე კი მილანის “ინტერის” ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

0.114888