ფეხბურთი

12:11 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” ჩეხის შეძენას ზაფხულში ეცდება

ლონდონის “არსენალი” თანაქალაქელი “ჩელსისგან” მეკარე პეტრ ჩეხის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ეცდება. მას შემდეგ, რაც “ჩელსის” შემადგენლობაში ტიბო კურტუა გამოჩნდა, ჩეხეთის ეროვნული ნაკრების 32 წლის კიპერმა ჟოზე მოურინიოს გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

The Telegraph-ის ცნობით, “არისტოკრატები” მზად არიან ზაფხულში ჩეხი ნებისმიერ კლუბში გაუშვან და ამით გამოხატონ პატივისცემა იმ 11 წლისთვის, რომელიც პეტრმა მათ გუნდში გაატარა.

თავის მხრივ, “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ვოიჩეკ შჩესნის ძველებურად ვეღარ ენდობა და მზადაა ჩეხს მათთან გადასვლა შესთავაზოს. ვარაუდობენ, რომ სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი გირვანქა იქნება. აღსანიშნავია, რომ ჩეხთან დაკავშირებულ სიტუაციას “ლივერპულიც” ყურადღებით ადევნებს თვალს.

0.115876